ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიცალური ვებგვერდი იუწყება, რომელმაც გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩაატარა.
კიტეიშვილის სიმბოლურში დასახელება გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გრაცის „შტურმში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
29 წლის კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 15-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე 2 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ფაზაზე 5 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი




