ცეცაძის გუნდში ორი ახალწვეულია

0
23

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა „რუსთავმა“ 18 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ნიკიტა სლავიცკი დაიმატა. ამის შესახებ რუსთაველთა პრესსამსახური იუწყება.  საქართველოში ჩამოსვლამდე სლავიცკი გერმანული კლუბების ლევერკუზენის „ბაიერის“ და გელზენკირხენის „შალკეს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
მანამდე, გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ექსმცველი ნიკა ჩიქოვანი შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ლიეტუვას „დაინავაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი