შენგელია საბერძნეთის თასის ნახევარფინალშია

0
17

კრეტას ოფი, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. 1/4-ფინალში კრეტელები სტუმრად ათენის აეკ-ს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
აეკ-თან დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ოფელთა იტალიელმა თავდამსხმელმა სალსედომ გაიტანა. სტუმრებმა თამაში 9 კაცით დაასრულეს – ერთი ფეხბურთელი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე გაუძევეს, ხოლო მეორე მეცხრეზე.
ოფი 1/2-ფინალში „ლევადიაკოსს“ შეხვდება – პირველ მატჩს 3 თებერვალს შინ ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩი 11 თებერვალს შედგება. გასულ სეზონში კრეტელები თასის ფინალში გავიდნენ, სადაც „ოლიმპიაკოსთან“ წააგეს.
ლაშა თაბაგარი