კიტეიშვილის პირველი გოლი ახალ წელს

0
23

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე წელს გრაცის „შტურმში“ პირველი გოლი გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებელ პერიოდში „შტურმმა“ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა დანიის „კოპენჰაგენთან“ ჩაატარა, რომელიც 4:4 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა. ჩვენი 21-წლამდელების ექსნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
29 წლის კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 15-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე 2 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ფაზაზე 5 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი