უგრეხელიძე „დინამოში“ დაბრუნდა

0
20

ნიკა უგრეხელიძე ისევ თბილისის „დინამოს“ რიგებში ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელმა გასული წლის მეორე ნახევარი იჯარით სტამბოლის „ქარაგიუმრუქში“ გაატარა. მან თურქეთის სუპერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე ერთხელ ითამაშა.
უგრეხელიძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან პირველ გუნდში 42-ჯერ ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უგრეხელიძემ 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2-ჯერ ამხანაგურ თამაშში იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი