სოლომონ კვერკველია კარიერას ყირგიზეთის უმაღლეის ლიგის კლუბ „ტოქტოგულში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმცველმა, რომელმაც გასული სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა, ყირგიზებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
33 წლის კვერკველიამ „ტორპედოს“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან საქართველოს თასზე და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2-2 შეხვედრა გამართა.
ის კარიერის განმავლობაში , ასევე რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინის ხარკოვის “მეტალისტში”, “გაგრაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ნეფთჩიში” და საუდის არაბეთის “ალ ხდუდში”გამოდიოდა. კვერკველია საქართველოს ნაკრებში 65 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს – 2914 და 2017 წლებში.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში. კვერკველიამ 2014-2024 წლებში ჩვენ ეროვნულ გუნდში 61-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





