თოკო შენგელია – 300 და 37 ქულა ათეულამდე…

0
16

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო-საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის რეგულარული პირველობის 21-ე ტურში, თორნიკე შენგელიას “ბარსელონამ” ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლა და 88:70 დაამარცხა.
კატალონელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედიდან მოიპოვა, დასკვნითი 10 წუთი კი, დამაჯერებლად ჩაატარა და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-14 მატჩი მოიგო. ევროლიგის სატურნირო ცხრილში “ბარსა” სადღეისოდ მეოთხეა.
საქართველოს ნაკრების ლიდერ-კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბარსელონელთა მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – თოკომ პარკეტზე 28 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიას 37 ქულაღა აკლია ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მოსახვედრად… აღსანიშნავია ისიც, რომ თოკომ ბელგრადელებთან მესამასე საევროლიგე შეხვედრა ჩაატარა.
“ბარსელონა” შემდეგ მატჩს 11 იანვარს გამართავს და ლიგა ენდესას კალენდარულ მატჩში ბექა ბურჯანაძის “გრანადას” უმასპინძლებს.