გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათში“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, რის შესახებ ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.
28 წლის ნახევარმცველმა „ქაირათის“ შემადგენლობაში ზედიზედ ორჯერ ყაზახეთის პირველობის ოქროს მედლები მოიგო და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 59 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ის 2024 წელს ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. გარდა ამისა, ზარიამ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ითამაშა, სადაც 8 სეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





