გაგნიძეს ესპანეთის თასს დაემშვიდობა

0
22

„გრანადა“, რომელშიც ლუკა გაგნიძე გამოდის, ესპანეთის თასს დაემშვიდობა. 1/16-ფინალში გრანადელები თავის მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეხვედრის მე-9 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში საენსმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე საპასუხო ბურთი ალვარო გარსიამ გაიტანა. 74-ე წუთზე დიასმა სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ხუანხიომ ავტოგოლი მიითვალა და „რაიო ვალეკანო“ 1/8-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი