გიორგი ქვილითაიამ „არისის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. მე-15 ტურში ლიმასოლელებმა არადიპოუს „ომონიას“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. სტუმრებიდან 22-ე წუთზე ანგარიში გეორგიუმ გაათანაბრა. 38-ე წუთზე მასპინძლები წინ გომისმა გაიყვანა. მე-80 წუთზე „ომონიადანა“ თავი თელანდერმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
ამ სეზონში ქვილითაიამ ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მან კვიპროსის თასზე ერთ თამაშში ამდენივე გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში 3 ბურთი შეაგდო. „არისი“, რომელმაც წელს ბოლო შეხვედრა ჩაატარა, 30 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





