გოჩოლეიშვილის სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა

0
12

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში კვლავ არ დააყენეს. გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში ჰამბურგელებმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. ის სასტარტოში მიჯრით მეორედ არ ათამაშეს.
შეხვედრის მე-19 წუთზე მასპინძლები ლოკონგამ დააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ლარსონმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ჰამბურგი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი