„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ში წარმატებული სერია გაახანგრძლივა. მე-17 ტურში „ფროზინონემ“ თავის მოედანზე „სპეცია“ 2:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-16 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბრაკალიამ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე „სპეციას“ კარი გედჯემისმა აიღო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბერუატომ გაიტანა.
„ფროზინონეს“ ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგია (7 გამარჯვება და 2) ფრე – 37 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





