ზარიას პირველი სასტარტო ჩემპიონთა ლიგაში

0
15

გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშებაში ალმათის „ქაირათის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მე-6 ტურში ალმათელებმა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.
ბერძნული გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პორტუგალიელმა ლეგიონერმა ჟელსონ მარტინშმა გაიტანა.
„ქაირათი“ 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 35-ე ადგილზეა. ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მომდევნო მატჩს 2026 წლის 20 იანვარს შინ ბელგიის „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი