კვერნაძის ეფექტური გოლი და პირველი დუბლი იტალიაში

0
22

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-15 ტურში „ფროზინონემ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, „იუვე სტაბიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კვერნაძე მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მეტოქის ნახევარზე ორ მცველს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესული კიდევ ერთს გაექცა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
61-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი კალვანიმ გამოიჩინა. 65-ე წუთზე „იუვე სტაბიას“ საჯარიმოში მყოფ კვერნაძეს პასი ჩიჩელამ გაუკეთა, ხოლო 22 წლის ქართველმა ერთი შეხებით შემოტრიალებით მეორე გოლი მიითვალა. მანამ,დე, მან მიმდინარე სეზონში თავი ერთხელ იტალიის თასზე გამოიჩინა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა. „ფროზინონე“, რომელსაც ზედიზედ 6 თამაშია არ წაუგია, 31 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი