კიტეიშვილმა დერბი მოიგო

0
11

გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში თანაქალაქელ „გრაცერს“ 2:1 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად თავის გუნდში გამოირჩეოდა. მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში მიტჩელმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე მელოუნმა მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ლიხტენბერგმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 28 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ზალცბურგს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი