ხიზანიშვილი 19-წლამდელებს გაწვრთნის

0
21

ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გაწვრთნის. ის ვასილ მაისურაძეს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ვერ გავიდა.
ხიზანიშვილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2017-2020 წლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2021-2025 წლებში იგი ეროვნული გუნდის ფრანგ თავკაც ვილი სანიოლს ეხმარებოდა.
44 წლის ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1999-2015 წლებში 92-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ალექსანდრე იაშვილი: “მინდა პირველ ყოვლისა ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადავუხადო. ის იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული იყო. მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება.”

ლაშა თაბაგარი