მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფები დაკომპლექტდა

0
3

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ფეხბურთში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად 48 გუნდი 12 ჯგუფში ასე განაწილდა:
A ჯგუფი
მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, უეფას D პლეი-ოფის გამარჯვებული (ჩეხეთი, ირლანდია, დანია ან ჩრდ. მაკედონია).
B ჯგუფი
კანადა, უეფას A პლეი-ოფის გამარჯვებული (უელსი, ბოსნია, იტალია ან ჩრდ. ირლანდია), კატარი, შვეიცარია.
C ჯგუფი
ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია.
D ჯგუფი
აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, უეფას C პლეი-ოფის გამარჯვებული (სლოვაკეთი, კოსოვო, თურქეთი ან რუმინეთი).
E ჯგუფი
გერმანია, კურასაო, კოტ დივუარი, ეკვადორი.
F ჯგუფი
ნიდერლანდები, იაპონია, უეფას B პლეი-ოფის გამარჯვებული (უკრაინა, შვედეთი, პოლონეთი ან ალბანეთი), ტუნისი.
G ჯგუფი
ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია.
H ჯგუფი
ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი. ურუგვაი
I ჯგუფი
საფრანგეთი, სენეგალი, ფიფას მეორე პლეი-ოფის გამარჯვებული (ბოლივია, სურინამი ან ერაყი), ნორვეგია.
J ჯგუფი
არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია.
K ჯგუფი
პორტუგალია, ფიფას პირველი პლეი-ოფის გამარჯვებული (ახალი კალედონია, იამაიკა ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), უზბეკეთი, კოლუმბია.
L ჯგუფი
ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.
ჯგუფებიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული, ასევე 12 მესამეადგილოსნიდან საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდი ტურნირის 1/16-ფინალში ითამაშებენ.
მუნდიალი 11 ივნისს მექსიკის დედაქალაქში სტადიონ „აცტეკაზე“ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში ჩატარდება. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი არსებობის მანძილზე პირველად სამ ქვეყანაში – აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში შედგება.
ლაშა თაბაგარი