ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ავტორიტეტული ჩინური გამოცემების LiveBar-სა და Dongqiud-ის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
ყაზაიშვილის აღიარება გასაკვირი არაა, რადგან გასულ სეზონში „შანდუნ ტაიშანის“ შემადგენლობაში ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ყაზაიშვილი სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზე გავიდა – ერთი ბურთით „ბეიჯინგ გოანის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს ჩამორჩა. „შანდუნი“ 53 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი





