ლუკა ხარატიშვილის დებიუტი ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში წარმატებული აღმოჩნდა. „პარდუბიცე“, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ზაფხულში შეუერთდა, სტუმრად ჩეხური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ პრაღის „სპარტას“ დაუპირისპირდა და სენსაციურად 4:2 გაიმარჯვა.
ხარატიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, როდესაც მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ გაატანინა. „პარდუბიცემ“ პირველ ტაიმში მასპინძლებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო 65-ე წუთზე 3:0 იგებდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „სპარტამა“ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ სამ წუთში სტუმრებმა პრაღელების კარი კიდევ ერთხელ აიღეს.
ბათუმის „დინამომ“ ხარატიშვილი „პარდუბიცეში“ 2026 წლის ივნისამდე გაანათხოვრა და „სპარტასთან“ დაპირისპირებამდე, ლუკამ ერთი თამაში თასზე ჩაატარა. „პარდუბიცე“ 15 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





