„აუგსბურგმა“ მწვრთნელი გაუშვა

0
2

სანდრო ვაგნერი „აუგსბურგის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. „აუგსბურგის“ თავკაცის მოვალეობას დროებით მანუელ ბაუმი შეასრულებს.
38 წლის გერმანელი სპეციალისტი გუნდს სათავეში მიმდინარე წლის ივლისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 12 მატჩიდან „აუგსბურგმა“ 8 წააგო, 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ვაგნერი „აუგსბურგში“ დანიშვნამდე „უნტერჰაჰინგს“ ავარჯიშებდა. ასევე, გერმანიის ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი