დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი ირიცხება, უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში „კრივბასს“ უმასპინძლა და ქულა მატჩის ბოლო წუთზე გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. სტუმრები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე „კრივბასი“ ისევ წინ გავიდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე დონეცკელებიდან გოლი ეგინალდომ გაიტანა და თამაში 2:2 დასრულდა. „შახტარი“ 31 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





