„ლოზანამ“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის, შვეიცარიის სუპერლიგის მე-15 ტურში შინ გათამაშების ლიდერი „თუნი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე გახსნეს, ხოლო სამ წუთში ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. სტუმრებს მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ფეხბურთელი გაუძევეს. „თუნმა“ ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. „ლოზანა“ 19 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




