იმედა აშორტიამ „ბუნედკორის“ შემადგენლობაში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. 30-ე ტურში „ბუნედკორი“ შინ „ანდიჟანს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
მასპინძლებში მცველმა ნიკა მალიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აშორტია მოედანზე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. 85-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:2 აგებდნენ, აშორტიამ მეტოქის საჯარიმოს წინ ბურთი ერთი შეხებით მიიღო, ხოლო მეორეთი დაახლოებით 20 მეტრიდან კარში გაახვია.
აშორტიამ უზბეკეთში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ჩემპიონატში 30-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. „ბუნედკორმა“ 49 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი




