წარუმატებლად დაიწყო მსოფლიო 2027 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველო ნაკრებმა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა პირველ ტური უკარინას უმასპინძლა და 79:92 (სტატისტიკა) წააგო.
ეს გახლდათ გიორგი შერმადინის ბოლო მატჩი თბილისში, რომელიც სანაკრებო კარიერას 3 დღეში, ესპანეთთან მატჩი დაასრულებს. ქართველ ქომაგებთან მისი გამომშვიდობების მატჩი შედეგიანი ვერ აღმოჩნდა – უკრაინელებმა მეორე ნახევარი აშკარად უკეთესად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
სტუმართა გამარჯვების შემოქმედი ოლეკსანდრ კოვლიანი გახლდათ, რომელმაც 37 წუთში 31 ქულა, 6 მოხნა და 6 პასი გააკეთა. ის ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო – ბურთს სწრაფად ატარებდა, ჩვენი ნაკრები დაცვაში ნაპრალებს პოულობდა და უმეტესად თავადვე აგვირგვინებდა შეტევებს.
საქართველოს ნაკრები მეორე პერიოდში 10 ქულითაც იგებდა, მაგრამ სტაბილურობა აკლდა, დალაგებულად ვერ თამაშობდა და ყველაფერმა ამან შედეგი მესამე პერიოდში გამოიღო. უკრაინელებმა აღნინული ათწუთეული 23:13 მოიგეს და 5-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერობად აქციეს.
ჩვენს ნაკრებს ვერ უშველა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც გუშინ ბარსელონაში, ევროლიგის მატჩში ფრანგული ვილერბანი წინააღმდეგ ითამაშა, ხუთშაბათს კი უკრაინასთან მატჩის წინ ჩამოფრინდა და მის შეტევებს ენერგია, შესაბამისად – სიზუსტე აკლდა.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 13 ქულით წააგო და საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო. პარასკევს, გამთენიისას საქართველოს ნაკრები კანარის კუნძულებზე გაემგზავრება, სადაც 30 ნოემბერს, სანტა კრუზ დე ტენერიფეში ეპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.





