„სპორტინგმა“ „ბრიუგე“ დაჯაბნა – ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს

0
3

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში ბელგიის „ბრიუგე“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ბოლო პერიოდში მხოლოდ პორტუგალიის თასზე ათამაშებენ, განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა.
მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლები ქენდამ დააწინაურა, ხოლო შვიდ წუთში კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ანგარიშში სხვაობ კიდევ ურო გაზარდა. 70-ე წუთზე „ბრიუგეს“ კარი ტრინკაომ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„სპორტინგი“ 10 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 9 დეკემბერს სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი