მბაპემ საუკეთესო ბომბარდირის პრიზი ჩაიბარა

0
6

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირისთვის (პიჩიჩი) განკუთვნილი პრიზი მიიღო, გამოცემა Marca-ს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვების საღამოზე.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
„მადლობა Marca წარმომადგენლებს ამ ჯილდოსთვის. მადლობა „რეალს“ და მთელ გუნდს, რადგან მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მივიღებდი. ჩემთვის ეს პატივია და ბედნიერი ვარ. იმედია, კიდევ ერთ ასეთ ჯილდოს მივიღებ“ – განაცხადა მბაპემ, რომლისთვის გასული სეზონის ესპანური კარიერაში სადებიუტო იყო.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში ჩატარებულ 13 თამაშში 13 ბურთი შეაგდო და ბომბარდირებში ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი