წიტაიშვილის პირველი გოლი ლიგა 1-ში

0
5

გიორგი წიტაიშვილმა თავის ფრანგულ კარიერაში ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა. „მეცი“, რომელსაც საქართველოს ნაკრების გარემარბი ზაფხულში იჯარით შეუერთდა, ლიგა 1-ის მე-13 ტურში სტუმრად „ბრესტს“ შეხვდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე პენალტიდან გაშვებული გოლით დამარცხდა – 2:3.
წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდნ შეჭრილი მცველს გაცდა, რის შემდეგ კარში ზუსტად დაარტყა – 1:1. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენი ეროვნული გუნდის კიდევ ერთ წევს გიორგი აბუაშვილს რაც შეეხება, ეს უკანასკნელი „მეცის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „მეცი“ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი