გატუზო: „ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი სისტემა შესაცვლელია“

0
12

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების გასვლის სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.
„მე როდესაც ვთამაშობდი, გუნდები რომლებიც ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ხვდებოდნენ, ხოლო ახლა წესი შეიცვალა.
სისტემის შესაცვლელად იმ ხალხს უნდა ესაუბრო, რომლებიც ასეთ ტურნირებს ატარებენ. ამის შესახებ მათ უნდა ვკითხოთ, ვინც ჯგუფებს და წესებს ადგენს.
1990 და 1994 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ ორი აფრიკული გუნდი თამაშობდა, ხოლო ახლა – ცხრაა. ეს საკამათო არაა, მაგრამ სირთულეები არსებობს და ეს კარგად ვიცით.
სამხრეთ ამერიკას რომ შევხედოთ, ათი გუნდიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ხვდება, ხოლო მეშვიდე პლეი-ოფს ოკეანეთის ნაკრებს ეთამაშება. ეს გულდასაწყვეტი და გარკვეულწილად დასანანია. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ. ევროპაში სისტემა შესაცვლელია“ – იუწყება გატუზოს ნათქვამს espn.com.
იტალიის ნაკრებმა ჯგუფში ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ბოლო ტურში იტალიელებმა ლიდერი ნორვეგია 9-ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხონ, რომ პირდაპირ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე მოხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სკუადრა აძურა“, რომელმაც ბოლო ორი მუნდიალი გამოტოვა, პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი