ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ალექს ბაენა „ბარსელონას“ გარემარბ ლამინ იამალს გამოექომაგა, რომლის ირგვლივ ბოლო პერიოდში ესპანურ მედიაში აჟიოტაჟი არ წყდება.
„ჩვენ ლამინის შესახებ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ის ძალიან ჩვეულებრივი და მოკრძალებული ბიჭია. ყველა ბუზისგან სპილოს აქცევს, რადგან ისეთი მასშტაბის კლუბში თამაშობს როგორიც „ბარსელონაა“! აი, ესაა ყველაფერი“ – იუწყება ბაენას ნათქვამს El Desmarque.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები დღეს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირსპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ, E ჯგუფში 12 ქულით ლიდერი ესპანეთია, ხოლო 9 ქულით მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველოს 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





