მბაპე: „მიზნის მიღწევად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩაითვლება“

0
18
MOSCOW, RUSSIA - JULY 15: Kylian Mbappe of France celebrates with his Best Young Player Award following the 2018 FIFA World Cup Final between France and Croatia at Luzhniki Stadium on July 15, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)

კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ საფრანგეთის ნაკრებისთვის მიზნის მიღწევად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ჩაითვლება.
„მიზანი ნახევარფინალში გასვლა კი არა, არამედ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. მუნდიალზე გამარჯვება თითოეული ფეხბურთელის მიზანია. ყველა 48 გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად ჩამოდის. თუ ნახევარფინალში გავვარდებით, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ“ – იუწყება RMC საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს, რომელიც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აზერბაიჯანთან სტუმრად გასამართ შეხვედრას კოჭის ტრავმის მიზეზით გამოტოვებს.
დიდიე დეშამის გაწვრთნილმა ფრანგებმა D ჯგუფში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვეს და მსოფლიო პირველობაზე თამაშის უფლება ნაადრევად მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი