16-წლამდელების ფრე და გამარჯვება მოლდოვასთან

0
11

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტირს მოედანზე, მოლდოვის 16-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა. პირველი ტესტ-მატჩი რუსთავში ფრედ – 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა, დღეს, ჩვენმა ასაკობრივმა – 2:1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდიდან ანგარიში მე-15 წუთზე ნიკოლოზ კობზონაძის პასით ნიკოლოზ სახვაძემ გახსნა, ხოლო გამარჯვების გოლის გატანა, მე-80 წუთზე თორნიკე ფილაურმა შეძლო.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომავალი წლის შემოდგომაზე, 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების ეგიდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
ლაშა თაბაგარი