ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურში „გრანადა“, რომელშიც ლუკა გაგნიძე გამოდის, სტუმრად „ვალიადოლიდთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
შეხვედრის 28-ე წუთზე სტუმრების პასკუალის გოლით დაწინაურდნენ. 59-ე წუთზე საპასუხო ბურთი ნდიაიემ გაიტანა, ხოლო „ვალიდოლიდს“ სამი ქულა ჩუკიმ მოუტანა, რომელმაც 88-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. „გრანადა“ 11 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





