პატრიკ ვიეირას დათხოვნა ემუქრება

0
16

პატრიკ ვიეირას „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნა ემუქრება, რის შესახებ Football Italia იუწყება. ამის მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგია – გენუელები 3 ქულით 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არიან და ჯერ თამაში არ მოუგიათ. ვიერას ხელმძღვანელობით ამ სეზონში „ჯენოამ“ 3 თამაში ფრედ დაასრულა, ხოლო ექვსჯერ დამარცხდა.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი „ჯენოას“ 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან წვრთნის და გასულ სეზონში გუნდი მე-13 ადგილზე გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი