მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი მოედანზე ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ გავა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
33 წლის ფეხბურთელი კვირას შინ „ბარსელონასთან“ 2:1 მოგებულ მატჩში დაშავდა, როდესაც მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. მან მუხლის სახსარი დაიზიანა. „რეალის“ კაპიტანმა სექტემბრის ბოლოს ლა ლიგის მე-7 ტურში „ატლეტიკოსთან“ 2:5 წაგებულ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 8-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





