გიორგი ზარია ალმათის „ქაირათთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პრემიერლიგის ბოლო ტურში „ქაირათმა“ შინ უშუალო კონკურენტ „ასტანასთან“ 1:1 ითამაშა, რაც ოქროს მედლების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი განვლილ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. მან წელს ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ „ქაირათში“ მცველი ლუკა გადრანიც გამოდიოდა, რომელიც სექტემბერში იერუსალიმის „ბეითარში“ გადავიდა. „ქაირათი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში უახლოეს მატჩს 6 ნოემბერს სტუმრად მილანის „ინტერთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





