გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის „სპორტინგში“ სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა. თუ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საერთოდ არ ათამაშეს, პორტუგალიის ჩემპიონატში „ტონდელასთან“ მატჩში სულ რამდენიმე წუთი დაუთმეს.
მე-9 ტურში „სპორტინგმა“ სტუმრად 3:0 მოიგო და ქოჩორაშვილი მოედანზე 90-ე წუთზე შეიყვანეს. პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი 22 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „პორტუს“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





