ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-11 ტურში „გრანადა“ შინ „კადისს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მე-80 წუთიდან ითამაშა, ხოლო სტუმრებში იური ტაბატაძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. „კადისი“ 19 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო „გრანადა“ 11 ქულით მეცხრამეტეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში „კრაკოვია“ სტუმრად „პოგონთან“ 1:2 დამარცხდა. კრაკოველებს საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა 56-ე წუთამდე უკაპიტნა. სტუმრები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 61-ე წუთზე გაიტანეს. „პოგონმა“ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე შეაგდეს. „კრაკოვია“ 21 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





