„უდინეზეს“ საშინაო გამარჯვება – გოგლიჩიძის საგოლე შეტევა

0
5

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „უდინეზემ“, რომლის ღირსებას საბა გოგლიჩიძე იცავს, „ლეჩე“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-16 წუთზე ანგარიში კარლსტრომმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე დევისმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 59-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი ბერიშამ გაქვითა.
88-ე წუთზე მასპინძლების შეტევა თავისი ნახევრიდან გოგლიჩიძემ დაიწყო, რომელმაც პასი მისცა ბაიოს, ამ უკანსკნელმა კი ბუკსა მოძებნა და უდინელთა ფორვარდმა მეტოქის კარი აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე თავი ნდრიმ გამოიჩინა. „უდინეზე“ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი