ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით უეფას კონფერენს ლიგის ფაზაზე პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-2 ტურში რუმინელებმა სომხეთის „ნოა“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე პასი ეტიმს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 61-ე წუთზე შეცვალეს. მან კონფერენს ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 7-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, მან რუმინეთის ჩემპიონატში თავის ანგარიშზე 4 საგოლე პასი და 1 გოლი ჩაიწერა.
73-ე წუთზე „ნოადან“ ანგარიში მულაჰუსეინოვიჩმა გაათანაბრა. „უნივერსიტატია“ 1 ქულით 36 გუნდში 28-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





