21-წლამდელებმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს

0
4

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში, რფს-ის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტასთან მატჩს 14 ოქტომბერს, ტა ქალის “ცენტენარი სტედიუმი” უმასპინძლებს.
ოთხშაბათს 21-წლამდელებმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.
გიორგი ყავლაშვილი: „ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა. გუნდს კარგად შევეწყვე, მზადების პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს. ლატვიასთან და მალტასთან რთულ მატჩებს ველოდებით, მაგრამ ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამიტომ ეს თამაშები უნდა მოვიგოთ“.
ალექსანდრე ნარიმანიძე: „სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ, ტრავმის გამო მხოლოდ გაბრიელ სიგუა გამოგვაკლდა. ვფიქრობ, მოახლოებულ მატჩებს მომზადებული შევხვდებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. პირველ რიგში, ლატვიასთან მატჩზე ვფიქრობთ, ყველანაირად შევეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ“.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ-ჟილი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
ლატვიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშ თაბაგარი