სანდრო მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი ტორონტო რეპტორსში. მართალია, არაოფიციალურ მატჩში, თუმცა სანდრომ მაგარი შეხვედრა ჩაატარა ნბა-ს საგამოფენო მატჩში, რომელშიც მისი გუნდი დენვერ ნაგეტსთან ბრძოლაში -108:112 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა თავის გუდში ყველაზე მეტი – 23 წუთი ითამაშა, რაც ნათლად მიანიშნებს ტორონტოში მის სამომავლო როლზე. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან განხორციელებული სამივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ნიშნულიდან 5-დან 3 სროლა ჩააგდო. სანდროს ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი რეპტორსმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდო.
ტორონტოელთა მხრიდან სანდროზე მეტი ქულა მიითვალეს ბრენდონ ინგრამმა და არ ჯეი ბარეტმა (19-19), თუმცა, ქართველი ფორვარდი იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რომ მაგალითად ESPN-მა კანადური კლუბის რიგებში საუკეთესოდ სწორედ სანდრო დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია რეპტორსის ძირითად ცენტრ იაკობ პიოლტლს, ამდენად, მამუკელაშვილს საკმაოდ ხშირად უწევდა იოკიჩის მეურვეობა. სერბმა სუპერვარსკვლავმა შეხვედრა 17 ქულით, 6 მოხსნით, 5 პასით და 6 დაკარგვით დაასრულა.
ტორონტოს მორიგი წინასასეზონო მატჩი 9 ოქტომბერს საკრამენტოსთან ელის, შემდეგ კი იქნება თამაშები ბოსტონთან (11 და 16 ოქტომბერს), ვაშინგტონთანა (12 ოქტომბერი) და ბრუკლინთან (18 ოქტომბერი).
