ფაბიო კანავარო უზბეკეთს გაწვრთნის

0
4

იტალიის ნაკრებში მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავარო უზბეკეთის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. ამის შესახებ უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, რომელიც 52 წლის იტალიელთა გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არ აზუსტებს.
კანავარ უზბეკებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გაიმართება. ის 2024 წლის დეკემბრიდან, 2025 წლის აპრილამდე ზაგრების „დინამოს“ ავარჯიშებდა. მანამდე, კანავარო ჩინეთის „ტიანძინს“, „გუანჯოუ ევერგრანდს’, საუდის არაბეთის „ალ ნასრს“ და იტალიის „ბენევენტოს“, „უდინეზეს“ და ჩინეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი