„ბარსელონას“ იამალის საქართველოსთან სათამაშოდ გაშვება არ სურს

0
14

„ბარსელონას“ ხელმძღვანელებს არ სურთ, რომ ლამინ იამალი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებში 11 ოქტომბერს საქართველოსთან, ხოლო 14 ოქტომბერს ბულგარეთთან საშინაო მატჩებისთვის გამოიძახონ. ესპანური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელი საზარდულის ტრავმის შემდეგ, დისკომფორტს მაინც გრძნობს.
„ბარსელონაში“ სურთ, რომ იამალმა ხვალ ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან, ხოლო კვირას „სევილიასთან“ ითამაშოს. თუმცა, მან მატჩებში მონაწილეობა თერაპიულ პროცედურებს უნდა შეუთავსოს, რათა ტრავმა არ გაუმეორდეს.
აქედან გამომდინარე, კლუბმა გააქტიურა გეგმა, რათა იამალი ესპანეთის ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის შეკრებაზე არ გამოიძახონ.
ლაშა თაბაგარი