შენგელია საბერძნეთში გააძევეს

0
14

ლევან შენგელია კრეტას ოფი-ში გადასვლის შემდეგ, მეორედ გააძევეს. საბერძნეთის სუპერლიგის მე-5 ტურში კრეტელებმა „კიფისია“ მიიღეს და 1:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე გააძევეს, რადგან ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს სტუმართა კურასაოელ ფორვარდ ანტონისეს ხელი თმაში წაავლო. 29-ე წლის შენგელია, რომელიც ოფი-ში მეორე წელიწადია თამაშობს, გასულ სეზონშიც „გააწითლეს“. ოფი-მ პირველი ტაიმი 0:1 წააგო და მეორე ტაიმის შუაწელში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა. კრეტელები 3 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან.
პაოკ-მა სტუმრად ტრიპოლის „ასტერასთან“ 3:3 ითამაშა. სალონიკელთა განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეგაშაშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. პაოკ-ი 11 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი