„ფლუმინენსეს“ ახალი თაკაცი ჰყავს

0
3

„ფლუმინენსეს“ ლუის სუბელიდია გაწვრთნის, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 44 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა.
გასულ სეზონში სუბელდია „სან პაულუს“ წვრთნიდა, რომელიც ლიბერტადორესის თასის და ბრაზილიის თასის 1/4-ფინალში გაიყვანა, ხოლო ბრაზილიის ჩემპიონატში გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა.
მან მწვრთნელობა 2008 წელს დაიწყო და „სან პაულუმდე“, „ლანუსს“, „ალმერიას“, „ლდუ კიტოს“, „სანტოს ლაგუნას“, ასევე „სერო პორტენიოს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი