ჟირუს რეკორდი ევროპა ლიგაში

0
3

ოლივიე ჟირუ ევროპა ლიგის/უეფას თასის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა.
ლიგის ფაზის პირველ შეხვედრაში „ლილმა“ სახლში ნორვეგიის „ბრანი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო შეცვლაზე 67-ე წუთზე შესულმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გაიტანა, იმ მომენტისთვის ჟირუ 38 წლის და 360 დღის იყო.
უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, ასევე ჟირუ ევროპა ლიგის/უეფას თასის მესამე ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი გახდა. ის ესპანელ ხოაკინს (41 წელი და 56 დღე) და ნორვეგიელ დანიელ ჰესტადს (40 წელი და 98 დღე) ჩამორჩება.
ჟირუ „ლილს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი