„უოტფორდმა“ ჩიქოვანი იჯარით ბელგიაში გაუშვა

0
4

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდმა“ 18 წლის ქართველი გარემარბი ნიკოლოზ ჩიქოვანი ბელგიის „შარლერუაში“ გაანათხოვრა.
„უოტფორდმა“ 18 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოდან“ ზაფხულში შეიძინა. ის „შარლერუას“ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, რომელიც ბელგიის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის. მან უკვე ითამაშა შინ „ვირტონთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.
ლაშა თაბაგარი