მიქაუტაძის საგოლე პასი გადამწყვეტი აღმოჩნდა

0
4

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა და ესპანეთის ლა ლიგაში თავისი პირველი საგოლე პასიც შეასრულა.
მე-6 ტურში „ვილიარეალის“ გასვლაზე „სევილიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მე-17 წუთზე სტუმრები ოლუვასეიმ დააწინაურა- 0:1. 51-ე წუთზე საპასუხო ბურთი სოუმ გაიტანა – 1:1.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. 86-ე წუთზე მიქაუტაძე მასპინძლების ნახევარზე ფინტით ჯერ ერთ სევილიელის გაცდა, ხოლო საჯარომოში შესული მეორე მეტოქესაც გაექცა და ზუსტი პასი კარის წინ მდგომ სოლომონს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მე-5 ტურში მიქაუტაძემ თავური დარტყმით ანგარიში „ოსასუნასთან“ საშინაო შეხვედრაში გაათანაბრა. მის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებულ 3 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.
ლაშა თაბაგარი