ავთანდილ ასათიანი: “ვამაყობ, რომ ქართველი ვარ”

0
4

ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანის თქმით, ამაყობს, რომ ქართველია,
ავთანდილ ასათიანი: „მადლობა ბიჭებს ამ საოცარი ბრძოლისთვის. აშკარად ჩანდა, რომ ისინი ქართველები იყვნენ. ბოლო ინტერვიუშიც ვახსენე, რომ თითოეული მილიმეტრისთვის თუ არ ვიბრძოლებდით, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებდით. რა თქმა უნდა, გამოჩნდა შეცდომები, რაზეც ლაპარაკი ახლა არ ღირს, მთავარი მიზანი შევასრულეთ. აუცილებლად მინდა გამოვყო ფეხბურთის ფედერაცია, რადგან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რათა ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.
ძალიან შეიცვალა სლოვაკეთის თამაში, მაგრამ ჩვენი ჟინით გავიმარჯვეთ. ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა, მანდ მთავარი თავდადება იყო. მთელ საქართველოს და ფუტსალის გულშემატკივრებს ვულოცავ. თბილისურ თამაშში 4:1 რომ მოვიგეთ, გულშემატკივრების ძალიან დიდი წვლილია, რადგან მარტო ვერაფერს ვიზამთ. ახლა კარგი ანალიზი, კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვჭირდება, წინ უნდა ვიყუროთ. ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში ფუტსალი არსებობს და ამით ყველაზე ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“.
ირაკლი თოდუა: „ყველას, მთელ საქართველოს ვულოცავ, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში გვედგა. ემოციებისგან დაცლილები ვართ თამაშის სცენარი ისეთი იყო. მთავარია, ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ და ის ოცნება და მიზანი, რომელიც ორი წლის წინ დავისახეთ, როდესაც წილისყრა იყო, ღირსეულად შევასრულეთ. 100% გავიღეთ და ღმერთმაც მაგიტომ დაგვიფასა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყოველთვის ჩვენს გულებში იყო და საქართველოს სიყვარულმა შეგვაძლებინა ის, რაც დღეს შევძელით. გილოცავთ ყველას, საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. ძალიან დიდი წარმატებაა, რომ ზედიზედ მეორედ საქართველო ევროპულ ასპარეზზე იქნება“.
ავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „ჩვენთვის მეხუთე ევროპის ჩემპიონატია და კარგია, რომ 2026 წელს კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ფორუმით დავიწყებთ. მინდა, მივულოცო ავთანდილ ასათიანს და მის გუნდს. ვუსურვებ ფინალურ ეტაპზე წარმატებებს, ამ ეტაპზე ადვილი მეტოქე არ არსებობს, იტალიის ნაკრებმაც პენალტების სერიით შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გუნდმა ამ ურთულეს მატჩში გამოიჩინა ნებისყოფა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და რა თქმა უნდა, ეს ხელს შეგვიწყობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე კონკურენტუნარიანი ძალა ვიყოთ“.
ლაშა თაბაგარი