პსჟ-მ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი მე-5 ტურში სტუმრად „მარსელს“ შეხვდა და დაპირისპირების ბედი ერთამ გოლმა გადაწყვიტა. მე-5 წუთზე პაერიზელთა მეკარე შევალიემ მაღალ ბურთზე გამოსვლის დროს შეცდომა დაუშვა და აგერდმა თავით გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ „მარსელის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი პირველი ტაიმის 31-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ კარს მცირე მანძილით ააცილა.
58-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამ მარცხის შემდეგ, პსჟ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე ჩამოქვეითდა და ლიდერ „მონაკოს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
